Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სამ კურსანტს და ერთ ქალს, რომლებიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდნენ და კარანტინში იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 42 შემთხვევა და მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. პრაქტიკულად ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG