Accessibility links

ბრიტანეთის 7 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰონგ-კონგის საკითხზე გლობალური მონიტორინგის იდეით გამოვიდა 


ბრიტანეთის შვიდმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 1 ივნისს მოუწოდეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რათა მოახდინოს გლობალური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება ჩინეთის იმ ქმედების პასუხად, რომელიც მიზნად ისახავს ჰონგ-კონგის ავტონომიაზე კონტროლის დამყარებას.

დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება მოჰყვა პეკინის მიერ ჰონგ-კონგის ხელისუფლების გვერდის ავლით შემუშავებულ კანონს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეტროპოლიას, რომ „ტერორიზმისა“ და „სეპარატიზმის“ საფრხთის აღკვეთის მიზნით გამოიყენოს ძალა.

ოპონენტები შიშობენ, რომ კანონი გამოყენებული იქნება ჰონგ-კონგში სხვაგვარად მოაზროვნეთა ჩასახშობად და სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ავტონომიას, რომელიც გარანტიაც ჰონგ-კონგმა 1997 წელს მიიღო პეკინისგან ტერიტორიის ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის შვიდი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ბორის ჯონსონს, რომ უფრო პროაქტიურად იმოქმედოს ჰონგ-კონგის საკითხში.

„დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოახდინოს ამ კრიზისის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება და სათავეში ჩაუდგეს ასეთ საქმიანობას“, - აცხადებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები: მალკოლმ რიფკინდი, მარგრეტ ბეკეტი, უილიამ ჰეიგი, ჯერემი ჰანტი, დევიდ მილიბენდი, დევიდ ოუენი და ჯე სტროუ.

28 მაისს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ (საკანონმდებლო ორგანომ) მიიღო „კანონი უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას ჰონგ-კონგში და ავტონომიური ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურის ადგილობრივ „ფილიალებს“.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონის თაობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჰონგ-კონგის ავტონომიურ სტატუსს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის მთავრობას ავალებს, დაიწყოს ჰონგ-კონგისთვის განსაკუთრებული პირობების გაუქმება პასუხად ჩინეთის გეგმებზე, უსაფრთხოების ახალი კანონი დაუწესოს თავის ამ ავტონომიურ ტერიტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG