Accessibility links

აზერბაიჯანის უშიშროების ყოფილი მინისტრის შვილებმა ბრიტანეთში ელიტური უძრავი ქონება შეიძინეს


ელდარ მახმუდოვი

აზერბაიჯანის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ელდარ მახმუდოვის, შვილებმა ელიტური უძრავი ქონება შეიძინეს ბრიტანეთში. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად გაირკვა, რომ აქ შედის ლონდონში 21 მილიონ დოლარად შეძენილი სახლი.

„გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა ინტერნეტით ინფორმაცია, რომლის თანახმად მახმუდოვის ოჯახმა მთელი 111 მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესიმპერია შექმნა უძრავი ქონების ბაზარზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ელდარ მახმუდოვი უშიშროების მინისტრის პოსტიდან 2015 წელს გადააყენა. ოფიციალური მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელდარ მამადიაროვის, ვაჟმა 2015 წელს ნიუ-იორკში შეიძინა უძრავი ქონება, რომლის ღირებულება 4,2 მილიონი დოლარია. დეტალები მოიპოვება დოკუმენტებში, რომლებიც ინახება ნიუ-იორკის საქალაქო რეგისტრის საფინანსო განყოფილებაში. საბუთებიდან ჩანს, რომ ქონება შეძენილია იპოთეკის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG