Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის თაობაზე ამირან გამყრელიძემ ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად.

ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ის პოლიტიკაში იყო 1994-დან 2004 წლის თებერვლამდე. 2012 წელს პოლიტიკაში დაბრუნების შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა.

„არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ, ამდენად, ეს ჩემთვის განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყნას, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე 1997-2001 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 2001-2004 წლებში კი - მინისტრი.

2013 წლის თებერვლიდან ის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG