Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, სოხუმის ცენტრალურ რაიონში დააკავეს ერიკ ჭკადუა, რომელზეც გახმაურებული მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ძებნა 2019 წლის 9 დეკემბერს გამოცხადდა.

ამ სანქციას წინ უძღოდა 22 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა სოხუმში მდებარე რესტორან „სან-რემოში“, სადაც თავდამსხმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს „კრიმინალური ავტორიტეტები“ ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მძიმედ დაიჭრა 22 წლის მიმტანი ქალი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციამ მალე დააკავა სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ძმები დათო და დემურ ახალაიები, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ.

ერიკ ჭკადუა ამ თავდასხმის ერთ-ერთ ფიგურანტად სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG