Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ვმუშაობთ ალტერნატივაზე, რომ 37⁰C მქონე აბიტურიენტებმა გამოცდის ჩაბარება შესძლონ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი ეროვნული გამოცდების საკითხზეც მუშაობს და შესაძლო ვერსიებს განიხილავს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა.

"გათვალისწინებულია ეს საკითხიც, ჯგუფში მიდის ამაზე მუშაობა, თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისშია დაგეგმილი. აბიტურიენტებს, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში მივლენ, ტემპერატურას შეუმოწმებენ. იმის გამო, რომ არაინფიცირებული აბიტურიენტების ნაწილს შესაძლოა ტემპერატურა დაუფქსირდეს, გაჩნდა კითხვა, რა ბედი ელით მათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 794 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 624 განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG