Accessibility links

თეა წულუკიანი მის "დაწინაურებაზე": არ მგონია, ამის უკან რაიმე რეალური გეგმები იდგეს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ნათქვამი მის დაწინაურებაზე, რაიმე რეალურ გეგმას არ ეფუძნებოდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ეს რეპლიკა იყო პასუხი იმ აბსოლუტურად ოდიოზურ ფიგურად ქცეულ პოლიტიკოსის [გიგა ბოკერია] კივილზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და არ მგონია, ამის უკან რაიმე რეალური გეგმები იდგეს. პარლამენტი თუ არა, ყველა კარგად დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში", - თქვა მან.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, როცა პრემიერი მთავრობის გუნდის წევრებთან ერთად პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშით მივიდა, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მას თეა წულუკიანის გამონათქვამი გაახსენა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა მის მოხსნას. პრემიერმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ "დააწინაურებდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG