Accessibility links

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები იმუშავებენ 9-დან 24 საათამდე


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დღეიდან, 1 ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ღამის თორმეტ საათამდე მოემსახურებიან.

სერვისის მისაღებად მოქალაქეებისთვის პორტალზე my.gov.ge ჯავშნის მიღება კვლავ აუცილებელი იქნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, პორტალი ქართულ, აფხაზურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე შეუფერხებლად მოემსახურება მომხმარებელს.

„ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინაიდან სამსახურებიც გაიხსნა, და ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებს ან ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, თუ მოთხოვნილება იქნება, 9-დან 24 საათამდე მომსახურების სერვისი შესაძლოა პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს.

იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, რომ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სანოტარო ბიუროებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად პირბადით მივიდნენ და დაიცვან წესები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შეიმუშავა. წესების დაცვა სავალდებულია მომსახურე პერსონალისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG