Accessibility links

ავღანეთში გაათავისუფლეს კიდევ ასობით პატიმარი


ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა კიდევ გაათავისუფლეს პატიმრები, როგორც ნაწილი პატიმართა გაცვლის ოპერაციისა, რომელმაც გზა უნდა გაუკვალოს 18-წლიანი ომის დასრულებისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებას.

პატიმართა გაცვლა არის ნაწილი ხელშეკრულებისა, რომელსაც აშშ-მა და თალიბანმა თებერვალში მოაწერეს ხელი. ეს ხელშეკრულება ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000-მდე პატიმარი, ექსტრემისტებმა კი 1000-მდე პირი უნდა გაათავისუფლონ. ეს ზომა მოაზრებულია ნდობის აღსადგენ ნაბიჯად ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე.

ქაბულის მხრიდან გათავისუფლებულ პატიმართა რაოდენობა ამჟამად 2700-მდეა, თალიბანის პრესმდივანმა კი 30 მაისს განაცხადა, რომ ექსტრემისტებმა 420 პირი გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG