Accessibility links

ილია მეორე: დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა


საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს ნინოობას ულოცავს. ქადაგების დროს მან დღევანდელ წირვაზე შექმნილ სირთულეებზეც ისაუბრა.

"დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება", - თქვა ილია მეორემ.

პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პატრიარქი შეუძლოდ არ არის, სპაატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი აღნიშნა, რომ ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში იყო და ქადაგების ტექსტი ტაძარში არსებულ ჩახუთულ გარემოს უკავშირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG