Accessibility links

ამირან გამყრელიძის თქმით, კაფეებში ჭამის შემდეგ პირბადეების გამოყენება აუცილებელია


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დახურულ სივრცეებში, მათ შორის, კაფეებში პირბადეების გამოყენება აუცილებელია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"კაფეებშიც საჭიროა პირბადეები, ჭამის დროს ვერ იხმართ, მაგრამ კაფეებში აუცილებელია, ღია იქნება თუ დახურული. ჭამის დროს არა, მაგრამ საუბრის დროს აუცილებელია", - თქვა გამყრელიძემ.

დღეიდან საქართველოში ღია კაფე-რესტორნები გაიხსნა. ზუსტად ერთ კვირაში კი უკვე დახურული ტიპის რესტორნების გახსნაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG