Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გახდა ვლადიმირ ანუა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. გენერალ-პოლკოვნიკის ვლადიმირ ანუას თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ.

ამავე ბრძანებით ვლადიმირ ანუა გათავისუფლდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მთავარი სამხედრო ინსპექტორის თანამდებობიდან. ამ პოსტზე იგი 1995 წლიდან მუშაობდა.

საინფორმაციო სააგენტო „აბხაზია-ინფორმის“ თანახმად, მანამდე, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ვლადიმირ ანუა იყო პირველი პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის პოსტს 2007 წლიდან მერაბ ქიშმარია იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG