Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 40 მლნ ლარი კორუფციული რისკებით იხარჯება


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 40 მლნ ლარი კორუფციული რისკებით იხარჯება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ თანხის მომსახურებას გამარტივებული სახით, ტენდერის გარეშე ხარჯავენ.

"გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში... [პირდაპირი შესყიდვის გადაწყვეტილება] შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე ათას შესყიდვაზე ერთიანი თანხმობის გაცემა:

"კანონის მიხედვით, ერთობლივი შესყიდვის პროცედურა გამოიყენება ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი შესყიდვის ჩასატარებლად - შესაბამისად, ერთობლივი შესყიდვის პროცედურის გამოყენებით არ უნდა იყოს შესაძლებელი გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღება ერთდროულად ერთზე მეტ შესყიდვაზე".

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2012-2016 წლებში - 50 მილიონი. ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წელს, პროგრამა 40-მილიონიანი ბიუჯეტით დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG