Accessibility links

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს უსურვა სწრაფად გამოჯანმრთელება


საქართველოს პრეზიდნეტმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა „ტვიტერ"-ზე. ზურაბიშვილმა პრემიერს უსურვა სწრაფად გამოჯანმრთელება.

ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის ოთხ წევრს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ. „სამწუხაროდ, ჩვენი შედეგი დადებითია", - თქვა ფაშინიანმა 1 ივნისს, „ფეისბუკის" ვიდეოჩართვაში.

ფაშინიანი, რომელსაც 45 წელი 1 ივნისს შეუსრულდა, ცოლსა და სამ ქალიშვილთან ცხოვრობს. მისი ვაჟი ამჟამად ჯარში მსახურობს და ოჯახთან ერთად არ არის. ფაშინიანმა თქვა, რომ სიმპტომები არ აქვს და ტესტი იმის გამო გაიკეთა, რომ სამხედროების მონახულება უნდოდა. თუმცა 31 მაისს ტესტის შედეგი მიიღო და ის დადებითი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG