Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში COVID-19-ით დაავადებული პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა


მოსკოვში პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი ქალი, რომელიც COVID-19-ით იყო დაავადებული და საავადმყოფოში იწვა, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა - იუწყება რუსეთის მედია.

ცნობების თანახმად, ინციდენტი 30 მაისის საღამოს მოხდა, მოსკოვის ნომერ 24-ე კლინიკურ საავადმყოფოში.

იუწყებიან, რომ ქალი, რომლის იდენტობასაც "კონსომოლსკაია პრავდა" აღწერს 45 წლის იულია ბ.-დ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალის წამყვანი ექსპერტი იყო.

"კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ ის ადგილზე დაიღუპა, თუმცა სხვა მედიასაშუალება, RBC იუწყება, რომ ქალი გადარჩა და რეანიმაციაშია მოთავსებული.

"კომსომოლსკაია პრავდის" ვერსიით, პოლიციის ვიცეპოლკოვნიკმა თავისი პალატა დატოვა და დერეფანში გავიდა, შემდეგ მეხუთე სართულის ფანჯრიდან "გადავარდა" და ბალახზე დაეცა.

ინციდენტის გარემოებები ჯერ ბუნდოვანია.

იულია ბ.-დ იდენტიფიცირებული ქალი საავადმყოფოში 23 მაისს დააწვინეს, კორონავირუსის დიაგნოზის დასმის შემდეგ.

ამ ინციდენტამდე, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში ფანჯრებიდან სამი ექიმი გადავარდა, ბუნდოვან გარემოებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG