Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზის თანახმად, აშშ-ში პოლიციელების ხელში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია


ოჯახის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ასფიქსიას ასახელებს მიზეზად, რამაც გამოიწვია აფრიკელ-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი პოლიციელების ხელში. ფლოიდი მინეაპოლისში, მინესოტაში დაიღუპა და მისი სიკვდილის შემდეგ აშშ-ში უკვე ექვსი დღეა არ წყდება მღელვარე საპროტესტო გამოსვლები.

როგორც ექსპერტიზაში მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა, მაიკლ ბეიდენმა 1 ივნისს პრესკონფერენციაზე თქვა, ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია პოლიციელების მიერ მის კისერზე და ზურგზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ზეწოლამ.

ექსპერტიზის შედეგები განსხვავდება პირველადი გაკვეთის შედეგებისგან, რომელიც ოლქის ექიმმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ არაფერი ამყარებდა "ტრავმული ასფიქსიის ან დახრჩობის" დიაგნოზს.

შეერთებულ შტატებში მწვავე პროტესტო გამოიწვია ერთი კვირის წინ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი, დერეკ ჩოვინი ფლიდს კისერზე მუხლს აჭერს იმის მერეც, რაც ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს. ჩოვინი დააპატიმრეს და მას ბრალად წაუყენეს მესამე ხარისხის მკვლელობა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა, თუმცა ფლოიდის ოჯახი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდება პირველი ხარისხის მკვლელობით უნდა შეიცვალოს და ინციდენტში მონაწილე სამი დანარჩენი პოლიციელიც უნდა დააპატიმრონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG