Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი და კანადა ეწინააღმდეგებიან „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას


"დიდი შვიდეულის" ლიდერები
"დიდი შვიდეულის" ლიდერები

დიდი ბრიტანეთი და კანადა მხარს არ უჭერენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გაერთიანებაში - „დიდ შვიდეულში“(G7) რუსეთის დაბრუნებას, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტს სურს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთს გაერთიანება დაატოვებინეს 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო და მას შემდეგ რუსეთის ქცევაში არაფერი შეცვლილა. ამასთან, ლონდონში მიიჩნევენ, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელს სურს რომელიმე ქვეყნის ლიდერის სტუმრის სტატუსით მიწვევა, ეს მისი გადასაწყვეტია.

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ყირიმში შეჭრის გამო გარიცხული რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს და ეს არის მიზეზი, რომლის გამოც გაერთიანების მიღმა უნდა დარჩეს.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 7 წამყვანი სახელმწიფოს გაერთიანების ფორმატი მოძველდა და მასში უნდა მიიღონ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, რუსეთი და ინდოეთი. G7-ს ლიდერთა სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სექტემბრამდე გადაიდო. 1 ივნისს, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მომავალ სამიტზე ტელეფონით ილაპარაკეს.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერებს აერთიანებს. კლუბში 1998 წელს მიღებული რუსეთი გაერთიანებიდან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG