Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა, კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 796-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 634-ია და 484-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

გასული 4 დღის განმავლობაში საქართველოში ისევ მომატებული იყო კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევა იყო, 30-ში - 11, 31 მაისს - 26 და 1 ივნისს - 11. წინა რამდენიმე დღის განმავლობაში კი, ახალი შემთხვევების რიცხვი 3-ს არ აღემატებოდა. გასულ კვირაში გაჩნდა ახალი, "საბურთალოს კლასტერი". თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედდისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

2 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2508 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG