Accessibility links

სომხეთში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია COVID-19-ით ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა


გასული 24 საათის განმავლობაში, სომხეთში COVID-19-ით გარდაიცვალა 19 პაციენტი, რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღემდე, 24 საათში ყველაზე მეტი, 15 ლეტალური შედეგი 28 მაისს დაფიქსირდა. სულ გარდაცვლილია 158 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევა. საერთო რიცხვი 10 009-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3427.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მისი ცოლი და სამი ქალიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG