Accessibility links

ლას-ვეგასში საპროტესტო გამოსვლებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს პოლიციელი


ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ქალაქში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ერთი კვირის წინ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ლას-ვეგასის პოლიციის ცნობით, კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა სროლაში სხვა ადგილას. ორივე ინციდენტი ლას-ვეგასის ბულვარზე მოხდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით.

პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში აჭერს კისერზე მუხლს და ამას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG