Accessibility links

ექიმის თქმით, სტაბილურია გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა


თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ. მისი თქმით, მამაკაცს სხეულის 25 პროცენტი აქვს დაზიანებული და აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა:

„დაზიანებული ჰქონდა სახის არე, წელის არე, ორივე ზემო კიდური და ორივე ქვემო კიდური, უბნობრივად საერთო ჯამში 25 პროცენტი. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრამვა. ამ წუთისათვის, ჩვენდა საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა თავიდან ბოლომდე არის სტაბილური, თუმცა, რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშ იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს ღამით, დაახლოებით 22 საათზე აფეთქდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG