Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებული გაზგასამართი სადგურის დირექტორი: კორპუსების აშენებამდე უსაფრთხოებაზე მერიას უნდა ეფიქრა


საბურთალოზე აფეთქებული გაზგასამართი სადგურის დირექტორი, დავით ქუთათელაძე ამბობს, რომ თბილისის მერიას მისი სადგურის მიმდებარედ კორპუსების აშენების უფლება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე უნდა გაეცა. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს მან თქვა, რომ მისი კომპანია იქ 8 წლის განმავლობაში მუშაობს, რის შემდეგაც, ბოლო რამდენიმე წელში, დაიწყო მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების აშენება.

"მე აქ ეს სადგური მქონდა და, შესაბამისად, მერიას უნდა მიეცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნებართვა... ხო არის ნათქვამი, არასოდეს თქვა არასოდესო. კომპრესორის აფეთქება ზოგადად არსად არ არის დაფიქსირებული. ბალონები სხვაგან აფეთქებულა და მე ბიჭები გაფრთხილებული მყავდა, რომ საეჭვო მანქანას არ მომსახურებოდნენ", - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლება მერიას დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კორპუსები გაზგასამართი სადგურის მოწყობის შემდეგ აშენდა.

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს ღამით, დაახლოებით 22 საათზე აფეთქდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გარდა ამისა, მიმდებარე ახალაშენებულ კორპუსში ჩაიმსხვრა მინებიც. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG