Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის „დინამო“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს


წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ შემოდგომიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ჩაებმება. ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონში, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თორმეტი კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება „დინამოც“, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე „ველური ბარათით“ დაშვებულ ათ კლუბს შორისაა. დარჩენილი ორი საგზური კი ევროპის ოთხ კლუბს შორის პლეი ოფში გათამაშდება.

თორმეტი კლუბი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფური ეტაპის თამაშები 11 ნოემბერს დაიწყება და 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. შემდეგ კი, ოთხ-ოთხი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. გადამწყვეტ თამაშებს 2021 წლის 4-6 ივნისს ჰანოვერი უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG