Accessibility links

ფლოიდ მეივეზერმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახს დაკრძალვის ხარჯების დაფარვა შესთავაზა


ფლოიდ მეივეზერი, 2017 წ.

მსოფლიოს ექსჩემპიონმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა პოლიციის თანამშრომლის ძალადობრივი მოპყრობის შემდეგ გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა შესთავაზა. ინფორმაცია სარეკლამო კომპანიამ „Mayweather Productions” ტვიტერში დაადასტურა. რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი, ოჯახმა მიიღო მეივეზერის შეთავაზება.

ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. მალევე გავრცელდა პოლიციელების მიერ მისი დაკავების ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში აჭერდა კისერზე მუხლს და ამას განაგრძობდა მას შემდეგაც, რაც დაკავებულმა უთხრა, რომ ვეღარ სუნთქავდა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი არეულობა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG