Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტები თავიანთ დაკავებას აპროტესტებენ


ალექსანდრ პლიუშჩევი
ალექსანდრ პლიუშჩევი

რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტებმა, ტატიანა ფელგენგაუერმა და ალექსანდრ პლიუშჩევმა საგამოძიებო კომიტეტში შეიტანეს სარჩელი მას შემდეგ, რაც 29 მაისს პოლიციამ ისინი დააკავა მუნიციპალური დეპუტატის, ოპოზიციონერი ილია აზარის დაპატიმრების წინააღმდეგ მიმართულ ერთკაციან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლა.

28 მაისს პლიუშჩევი და ფელგენგაუერი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს წინ გამართულ პიკეტში მონაწილეობდნენ.

პოლიციაში მათ გაუფორმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თვითიზოლაციის წესებისა და მიტინგების ჩატარების წესების დარღვევისთვის და გაათავისუფლეს. მაგრამ მეორე დღეს პლიუშჩევი და ფელგენგაუერი ისევ მივიდნენ მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოსთან, სადაც ისინი კვლავ დააკავეს.

დეპუტატი ილია აზარი 28 მაისს დააკავეს და 15 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდეს პროექტ „პოლიციის ომბუდსმენის“ დამფუძნებლის, ვლადიმირ ვორონცოვის მხარდაჭერის მოთხოვნით გამართული ერთკაციანი პიკეტისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG