Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა ქაბულში მდებარე მეჩეთში. არიან დაჭრილები


ქაბულში 30 მაისს მომხდარი აფეთქება
ქაბულში 30 მაისს მომხდარი აფეთქება

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 2 ივნისს თვიმთკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა ქაბულის ვაზირ აკბარ ხანის მეჩეთში.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა, რომელიც ტუალეტში იყო დამალული, თავი აიფეთქა იმ დროს, როცა მეჩეთში ღამის ლოცვა იწყებოდა. დაჭრილი სამი ადამიანი. დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

არც თავდასხმაზე არ აუღია პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას.

დღესვე გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში.

თავდასხმების ფონია ძალადობის შემცირება ქვეყნის მასშტაბით, რაც თალიბანსა და ავღანეთის მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მოჰყვა.

მაგრამ დროებით ზავის შემდეგ, თავდასხმები კვლავ მატულობს. 30 მაისს ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, ქაბულში ნაღმზე აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG