Accessibility links

ადგილობრივი იმამი და ერთი მლოცველი დაიღუპა ქაბულის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმამი მოჰამად აიაზ ნიაზი და ერთი მლოცველი დაიღუპა ქაბულის ვაზირ აკბარ ხანის მეჩეთში, თვითმკვლელის მიერ 2 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად.

აღნიშნული მეჩეთი მდებარეობს არეალში, სადაც განლაგებულია საელჩოები და სამთავრობო ოფისები.

თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღესვე გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში.

თავდასხმების ფონია ძალადობის შემცირება ქვეყნის მასშტაბით, რაც თალიბანსა და ავღანეთის მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მოჰყვა.

მაგრამ დროებით ზავის შემდეგ, თავდასხმები კვლავ მატულობს. 30 მაისს ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, ქაბულში ნაღმზე აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG