Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხი დეპუტატი „გაზპრომთან“ დადებული „სამარცხვინო“ შეთანხმების გადასინჯვას ითხოვს


სომხეთის პარლამენტის ეროვნული კრების დამოუკიდებელი დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ მისი აზრით საჭიროა გადაისინჯოს სომხეთის პარლამენტის მიერ 2013 წელს რატიფიცირებული შეთანხმება, რომლითაც ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ 2043 წლამდე ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთის „გაზპრომისგან“ შეიძენს.

30-წლიანი მონოპოლიის სანაცვლოდ „გაზპრომმა“ სომხეთს შესთავაზა ბუნებრივ აირზე ფიქსირებული ფასი მხოლოდ მომდევნო ხუთ წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე,კომპანია „გაზპრომ-არმენიამ“ სპეციალურ სამთავრობო კომისიას გაუგზავნა განაცხადიგაზზე ფასის გაზრდის მოთხოვნით.

ამ საკითხზე კომისია 4 ივნისს იმსჯელებს. მაგრამ სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ ვიდრე 2013 წლის შეთანხმების გადახედვა არ მოხდება, სომხეთი „გაზის მონობაში“ იცხოვრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG