Accessibility links

​91 810 განაცხადი დარეგისტრირდა 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარი კომპენსაციის მისაღებად


ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით სამსახურისა და ხელფასის გარეშე დარჩენილ ოფიციალურად დასაქმებულებს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში 1200 ლარით (თვეში 200 ლარი) ეხმარებიან.

რადიო თავისუფლებას გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ დაკმაყოფილებულია 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი. კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

თვეში 200-ლარიანი დახმარება არ შეხვდებათ მათ, ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა.

დამსაქმებლებს რეგისტრირების ვადა 30 მაისს ამოიწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG