Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანმა ეპიდემიის შესაჩერებლად წესების მკაცრად დაცვა მოითხოვა


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მკაცრად უნდა აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული მოთხოვნების დარღვევა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მიმართა, რომ დღეს ასეთი არჩევანი აქვთ - ან წესების დაუცველობის გამო უბრუნდებიან საყოველთაო შეზღუდვებს, კომენდანტის საათს და ქვეყანას აყენებენ ახალი ეკონომიკური და სოციალური რყევების წინაშე, ან ყველა ერთად - მთავრობა და საზოგადოება - ურთიერთთანამშრომლობით აკონტროლებს სიტუაციას და სწრაფად იღებს შედეგს.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს. 2 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვლილია 158 ადამიანი.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მისი ცოლი და სამი ქალიშვილი. ფაშინიანი თვითიზოლაციაშია და ქვეყნის მართვას სამთავრობო აგარაკიდან განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG