Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს


ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. დაკავებულები თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან. გვიან ღამით, მათ შეხვდნენ ადვოკატები, რომლებსაც საქმის საიდუმლო გრიფის გამო, გაუთქმელობის ვალდებულება აქვთ.

თურქეთის მოქალაქეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად მხოლოდ იმას აცხადებს, რომ თურქეთის 9 მოქალაქეს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბათუმში, ორ მისამართზე დააკავეს, ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქეთის პოლიცია ეძებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG