Accessibility links

საქართველოში 800-ს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა


საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4 პირს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 800-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 4 ახალი პაციენტიდან ერთი „საბურთალოს კლასტერიდანაა“. სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 640-ია.

2 ივნისს, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული მე-13 პაციენტი. ხანდაზმულ მამაკაცს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს არაერთი თანმდევი დაავადება ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG