Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქებში დემონსტრაციები გრძელდება, კომენდანტის საათის მიუხედავად


აშშ-ის ქალაქებში 2 ივნისს მერვე ღამის განმავლობაში გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები, მიუხედავად ქალაქებში გამოცხადებული კომენდანტის საათისა. აქციები მოჰყვა პოლიციელის მიერ მინეაპოლისში შეუიარაღებელი შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლას.

ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე კომენდანტის საათი ათობით ქალაქშია გამოცხადებული, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზეწოლას ახორციელებს ადგილობრივ მმართველებზე, რათა მათ ეროვნული გვარდია მოიხმონ. მანამდე ტრამპი გარკვეული ფორმის სამხედრო მოქმედებით დაიმუქრა მათ წინააღმდეგ, ვინც არეულობასა და მაროდიორობაშია ჩართული.

ვაშინგტონში დაჯავშნული სამხედრო მანქანები, სამხედროები და პოლიცია განთავსდა ქალაქის ქუჩებში. პრეზიდენტს ბევრი აკრიტიკებს დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში.

დემონსტრანტთა ნაწილი ქუჩებში დარჩა, კომენდანტის საათის მიუხედავად, თუმცა 2 ივნისს დაძაბულობამ თითქოს იკლო წინა ღამეებთან შედარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG