Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები: თალიბანი ახლო კავშირს ინარჩუნებს ალ-ყაიდასთან


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, თალიბანი კვლავაც ინარჩუნებს ახლო კავშირს ალ-ყაიდის ტერორისტულ ქსელთან, მიუხედავად აშშ-სთან ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელშიც მათ ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლის პირობა დადეს.

1 ივნისს გამოქვეყნებული ეს ანგარიში თალიბანმა დაგმო და მას "მიკერძოებული" უწოდა.

აშშ-სთან თებერვალში ხელმოწერილ შეთანხმებაში, თალიბანმა დადო პირობა, რომ შეებრძოლება სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს და მათ საშუალებას არ მისცემს, ავღანეთის ტერიტორია გამოიყენონ თავდასხმებისთვის ამერიკასა და მის მოკავშირეებზე.

"თალიბანს, განსაკუთრებით ჰაყანის ქსელს და ალ-ყაიდას შორის კავშირი კვლავაც ახლო რჩება და ეფუძნება მეგობრობას, ერთობლივი ბრძოლის ისტორიას, იდეოლოგიურ სოლიდარობას და შერეულ ქორწინებებს", - ამბობს ანგარიში, რომელიც გაეროს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა შეადგინეს და უშიშროების საბჭოს გაუგზავნეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თალიბანი "რეგულარულ კონსულტაციებს" ატარებდა ალ-ყაიდასთან აშშ-სთან წარმოებული მოლაპარაკებების დროს და "გამოდიოდა გარანტიებით, რომ ის პატივს მიაგებს მათ ისტორიულ კავშირებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG