Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს მოუწოდებენ, შეწყვიტოს დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების "მიზანში ამოღება"


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, "შეწყვიტოს მიზანში ამოღება" ჟურნალისტების და მედიის მუშაკების, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ და პრესაზე არ განავრცოს კომენდანტის საათის შეზღუდვები.

CPJ-ის თანახმად, 29 მაისის შემდეგ აშშ-ის მასშტაბით "პრესის თავისუფლების დარღვევის" სულ მცირე 125 შემთხვევაზე განაცხადეს ჟურნალისტებმა, რომლებიც აშუქებენ პოლიციელების ხელში შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებს.

"შეძრწუნებულები ვართ პოლიციელების მხრიდან უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი მოქმედებით იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ", - განაცხადა ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ.

CPJ-ს მოჰყავს ორი ფოტოჟურნალისტის მაგალითი, რომლებიც 29 მაისს დააკავეს მუშაობის დროს, ლას ვეგასში, ნევადაში და სანამ მეორე დღეს გაათავისუფლებდნენ, ბრალად წაუყენეს დაშლის ბრძანებაზე დაუმორჩილებლობა. ორგანიზაცია იუწყება, რომ პოლიციამ ათობით ჟურნალისტის მიმართ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წიწაკის გაზი და რეზინის ტყვიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG