Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, კავასაკის სინდრომი დაუდგინდა


არსენ ტოროსიანი
არსენ ტოროსიანი

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც კოვიდ-19 ასიმპტომურად გადაიტანა, დაუდასტურდა კავასაკის სინდრომი, - ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.

„ბოლოს დროს სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება ბავშვებში კავასაკის სინდრომით დაავადების შემთხვევების რაოდენობა, რასაც ზოგიერთი მკვლევარი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს. კავასაკის სინდრომის გამოწვევის მიზეზების შესახებ ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა მას ძირითადად უკავშირებენ ინფექციური დაავადებების აუტოიმუნურ პასუხს. ის ძირითადად 5 წლამდე ბავშვებს ხვდებათ“, - დაწერა არსენ ტოროსიანმა "ფეიბუკის" საკუთარ გვერდზე.

ტოროსიანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტატისტიკის გათვალისწინებით, სომხეთში მომარაგებული აქვთ ძვირადღირებული იმუნოგლობულინური პრეპარატები, რომლებიც ამ სინდრომის მკურნალობისთვის გამოიყენება.

„იმედი მაქვს, პატარა მალე გამოჯანმრთელდება. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - დაამატა მინისტრმა. მან მოუწოდა ყველას, მკაცრად დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები, თავი აარიდონ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, ყოველთვის იქონიონ ნიღაბი, ხშირად გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები და დაიბანონ ხელები:

„აუცილებელია შეზღუდოთ ყველა არასაყოფაცხოვრებო კონტაქტი ერთმანეთთან, რათა ინფექციის გავრცელების ჯაჭვი გაწყდეს“, - აღნიშნა ტოროსიანმა, რომელმაც თავისი პოსტი ფეიქბუკში დაასრულა ჰეშტეგით: „#ატარენიღაბი“, „#გადაარჩინესიცოცხლე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG