Accessibility links

უკრაინა აცხადებს, რომ სეპარატისტების მხრიდან ზავის პირობების დარღვევა აფერხებს პატიმართა გაცვლის პროცესს


ანდრეი ერმაკი

უკრაინა აცხადებს, რომ კორონავირუსის გარდა, რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების პროცესს ხელს უშლის ასევე დონბასელი სეპარატისტებისა და რუსეთის მხარის მიერ ნორმანდიის ოთხეულის ლიდერთა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა.

ამის შესახებ 3 ივნისს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, რომელიც უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელია მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის საკითხში.

2 ივნისს ანდრეი ერმაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიაში შეხვდნენ ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჰაიკო მაასს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დონბასსა და ლუგანსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების მნიშვნელობას შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საქმეში.

მოსკოვის მიერ მხარადეჭრილ დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლის აპრილიდან დაწყებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მიუხედავად შარშან დეკემებრში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, დონბასში ფრონტის ხაზზე კვლავ ისმის სროლები და იღუპებიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

გერმანია, „ნორმანდიული ოთხეულის“ წევრი სახელმწიფო, ძალიან არის დაინტერესებული დონბასში კონფლიქტის გადაწყვეტით და ასევე განუხრელად უჭერს მხარს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

ჰაიკო მაასმა უკრაინელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია კვლავ დაეხმარება უკრაინას ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG