Accessibility links

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს


მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს. მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, მას გადადგომაზე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკა, თავად გიორგი გახარია კი წინააღმდეგი იყო.

"არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს არის რომელიღაცა ტელევიზიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავი, რომ მერე მოგვთხოვოთ პასუხი, ასეა თუ არა. ოპოზიციას ამ ბოლო დროს სჩვევია, რომ იგონებენ ხოლმე ამბავს მედიასაშუალებების მეშვეობით, მათ შორის, და შემდეგ ამ თემებზე ვისმენთ გაბრაზებულ კომენტარებს. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე გვთხოვენ ხოლმე კომენტარებს", - თქვა მდინარაძემ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაინიშნა. სწორედ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა ღამით რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალეს. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის სექტემბრიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG