Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის 26 მუნიციპალიტეტის 192 დეპუტატი ეწინააღმდეგება რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს


რუსეთის 26 სუბიექტის სულ მცირე 192 მუნიციპალიტეტის დეპუტატმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ და პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერილ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს, როგორც „ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასა და თავისუფლებასთან შეუსაბამოს“.

ღია წერილში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს განსხვავებული აზრი, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური კონკურენცია და სამართლიანი არჩევნები, ურომლისოდაც შეუძლებელია პოლიტიკური ცხოვრების განვითარება, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის მიღწევა.

სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლების გარდა, მიმართვას ხელს აწერენ მოსკოვის მუნიციპალიტეტის და პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატები ილია აზარი, ელენა ფილინა, მაქსიმ რეზნიკი, ბორის ვიშნევსკი და სხვა, 192-მდე სახალხო წარმომადგენელი.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო კენჭისყრა რუსეთში 1 ივლისისთვის არის დანიშნული. ეს დღე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, უქმედ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო ცვლილება, სახალხო მხარდაჭერის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს უფლებას მისცემს, ხელახლა კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი სახელმწიფო მეთაურის პოსტზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG