Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს: თუ კადრები არსებობს, აჩვენონ


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ნარატივით საუბრობს. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ღარიბაშვილის ბრალდებას წინა ხელისუფლების პერიოდში რუსეთში "გრუსთან" კავშირსა და საქართველოში შემოსვლის გეგმაზე.

"ვიდეოფაქტები ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა. თუ რამე კადრები არსებობს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აჩვენოს. როგორც თქვენ გაგიჩნდათ კითხვები, მასე გამიჩნდა მეც... თუ ღარიბაშვილს სადმე გამოიჭერთ, უთხარით, მესენჯერში ჩამიგდოს ვიდეო, ეგ ისეთი არგუმენტია, საზოგადოებასაც უნდა აინტერესებდეს", - ამბობს ის.

ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში დაწყებული და დახურული გამოძიება განაახლოს:

"ინტელექტიც არ ჰყოფნით, რომ თითიდან გამოწოვილი ახალი არგუმენტი მოიგონონ, მთლიანად დასესხებულები არიან ჩემი წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე... თუნდაც გაიხსენონ, მაშინაც თითიდან გამოწოვილი იყო და ახლაც ასე იქნება... ყველა საქმე, რაც ახლა იყო წამოწეული, პოლიტიკური მოტივებით იყო გამოწვეული, ეს აჩვენა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებმაც. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს".

გუშინ, 2 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრად შეფასებულ პირებზე თქვა, რომ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები. ამის არგუმენტად მან ოქრუაშვილზე ასეთი რამ თქვა:

"რომელია პოლიტპატიმარი, განვიხილოთ, თუ შეიძლება, ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში, "გრუს" ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში ნაცმოძრაობის დროს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG