Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“ ერთმილიარდიან პაკეტს ამზადებს


ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რომ გამოყოს 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში“ (EaP) შემავალი ექვსივე ქვეყნისათვის COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

„ეს ამბიციური და უპრეცედენტო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც განხორციელების სტადიაში იმყოფება, დაფარავს როგორც ყოველდღიური, ისე საშუალოვადიანი ღონისძიებების ხარჯებს პანდემიის შედეგების გასამკლავებლად“, - ნათქვამია ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის მიერ „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსმა ევროკავშირის კედლებიდან ანონიმური წყაროების საშუალებით გამოჟონა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ 11 ივნისს გაიმართება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწიური თათბირი ვიდეო-ტელეკონფერენციის ფორმატში. მასზე იმსჯელებენ 18 ივნისისათვის დაგეგმილ EaP-ის ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც კორონავირუსის გამო ასევე ვიდეო-ტელეკონფერენციის სახით ჩატარდება.

22 აპრილს გაიმართა შეხვედრების სერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, რომელზეც შეფასდა ცალკეული რეგიონების, მათ შორის, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა.


„ამ შეხვედრამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიამ არ შეცვალა ევროკავშირის გრძელვადიანი გეგმები. ურყევია ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ერთგულება“, - ნათქვამია ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის წერილში, რომლის შინაარსმაც დღეს გამოჟონა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG