Accessibility links

3 ივნისიდან აზერბაიჯანში საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადეების ხმარება


3 ივნისიდან აზერბაიჯანში საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადეების ხმარება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშაბათს მოაწერა ხელი შესაბამის კანონპროექტს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ის კანონმდებლებმა მოიწონეს.

რეგულაციების დამრღვევთ 50 მანათით (30 აშშ დოლარი) დააჯარიმებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი კანონის დარღვევისთვის 100 მანათს (60 აშშ დოლარი) გადაახდევინებენ. კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ჯარიმა 200 მანათს (120 აშშ დოლარი) შეადგენს.

განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდება.

3 ივნისისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5935-ს მიაღწია, გარდაცვლილია 71 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG