Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან ბჟანია: "მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის აფხაზეთიდან საქართველოში"


დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის და საზღვარზე ტვირთების გადაადგილების სათანადო კონტროლია საჭირო:

„ჩვენი საბაჟო კომიტეტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თხილეულის მოსავლის მოცულობა წელიწადის განმავლობაში 11-12 ათასი ტონაა. რუსეთის ფედერაციაში ამ მოცულობის მხოლოდ 10 პროცენტი გადის, დანარჩენი კი - საქართველოში. მთელი ეს თანხა იმ ადამიანების ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, დიდწილად, კონტრაბანდით არიან დაკავებულები“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, საჭიროა არსებული მიდგომების გადახედვა და საზღვრის გაკონტროლება.

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ასევე განცხადა, რომ საჭიროა კონტროლის სისტემა შეიცვალოს დე ფაქტო საზღვარზე მდინარე ფსოუზე:

„რუსულ მხარეს აქვს თავისი არგუმენტები, რატომ უნდა იყოს ამდენი მაკონტროლებელი ორგანო. ამ არგუმენტებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ მათ ეშინიათ, რომ აფხაზეთიდან რუსეთში შესაძლოა იარაღის უკონტროლო ნაკადით გადინება დაიწყოს. ამიტომ ჩვენი იარაღი უნდა გავაკონტროლოთ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე, რომელიც 2 ივნისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG