Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრი ესპერი თანამდებობაზე რჩება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი

თეთრმა სახლმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერის გადაყენება სურს.

„ამ მომენტში ესპერი ისევ თავდაცვის მინისტრია. თუ პრეზიდენტი მის მიმართ ნდობას დაკარგავს, ამას გავიგებთ“, - განაცხადა 3 ივნისს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა. ესპერი ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების გამოყენებას კანონის დასაცავად და საპროტესტო გამოსვლების შესაკავებლად.

1 ივნისს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ესა, თუ ის ქალაქი, ან შტატი თავს არიდებს მოქალაქეთა სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას, შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს და პრობლემას სწრაფად მოაგვარებს. 1807 წლის კანონი აშშ-ის პრეზიდენტს სამოქალაქო არეულობების დროს არმიის გამოყენების უფლებას აძლევს.

თავდაცვის მინისტრის პოზიციაა, რომ ეს კანონი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე უფრო გადაუდებელ და მძიმე შემთხვევაში, დღეს კი ასეთი ვითარება არ არის.

აშშ-ში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მაისის ბოლოს დაიწყო პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. ანტირასისტულ დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს ძალადობა, ვანდალიზმი და ძარცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG