Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტებისა და დელოიტის ანალიტიკოსებთან ერთად


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე დელოიტის ნიუ იორკის ოფისის ანალიტიკოსები მუშაობენ.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის პირველი სამუშაო ვარიანტი განსჯისთვის საზოგადოების წინაშე იქნება წარდგენილი.

„ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგადაა ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დაახლოებით ერთ თვეში გეგმის პირველი მონახაზი უკვე მზად იქნება, კიდევ ერთ თვეში კი იგი საბოლოო სახეს მიიღებს. მისი თქმით, გეგმაში ძირითადი აქცენტი მომავალი 2021 წლის ღონისძიებებზე გაკეთდება, თუმცა მასში აისახება ის ნაბიჯებიც, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წელს იქნება გადასადგმელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG