Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: კომპანიებს,რომლებიც ახალ პროექტებს დაიწყებენ, სესხის 90 %-ის გარანტიით დავუდგებით მხარში


საქართველოს მთავრობა 4 ივნისს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, საკრედიტო-საგარანტიო სქემის შეცვლის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ცვლილება ითვალისწინებს დახმარებას იმ კომპანიებისადმი, რომლებიც ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავენ:

„ აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობისა და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG