Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: არავინ არსად არ მიდის


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყალბი უწოდა ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა ფეიკ-ნიუსი უწოდა იმასაც, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, ან პარლამენტის თავმჯდომარე გახდება.

„არავინ არსად არ მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ-ნიუსების შემქნელი ოპიზიცია და მათი მედიასაშუალებები", - განაცხადა წულუკიანმა.

ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG