Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სურს დაამშვიდოს საქართველოს მოქალაქეები და უთხრას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს. მინისტრი ვარაუდობს, რომ ხმები გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, გამოიწვია მისმა ეფექტურმა მართვამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა აჩვენა პანდემიასთან პერიოდში“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ 4 ივნისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG