Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინის სამიტზე ლონდონში ფონდების მობილიზების იმედი აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად


ვაქცინის საერთაშორისო სამიტზე შეკრებილები, ლონდონში, იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ თავი მოუყარონ 7,4 მილიარდ დოლარს შესაძლო ვაქცინისა და იმუნიზაციის სხვა პროგრამებისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შესაჩერებლად.

ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) საფინანსო კამპანია 4 ივნისს მიზნად ისახავს, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი პოტენციურ ვაქცინაზე, გაიზარდოს წარმოება და უზრუნველყოფილი იქნეს მისი განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდება. GAVI და მისი პარტნიორები ასევე ესწრაფვიან მხარი დაუჭირონ ბავშვების რუტინულ იმუნიზაციას, მაგალითად, წითელას და პოლიომელიტის წინააღმდეგ.

კორონავირუსის პანდემიამ ბავშვებს შორის იმუნიზაციის პროგრამები ჩაშალა ბევრ ქვეყანაში და მოელიან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსების დეფიციტი ექნება, რადგან აშშ გავიდა ორგანიზაციიდან. ათეულობით კომპანია ესწრაფვის ვაქცინის შექმნას კორონავირუსის წინააღმდეგ, ზოგიერთი ქვეყნები ცდების ადრეულ სტადიაზე იმყოფებიან.

ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ ვაქცინის შემუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2021 წლისთვის. ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ვაქცინა შეიძლება საერთოდ არ შემუშავდეს და ვირუსი ენდემური გაცდეს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, ჩინეთში გამოჩენის შემდეგ, მთელ მსოფლიოში კორონავირუსი შეეყარა 6,5 მილიონ ადამიანს, ხოლო ინფექციამ შეიწირა 386 ათასზე მეტი ადამიანი.

ინფექციის გავრცელება და სიკვდილიანობა ბოლო ხანს არსებითად შემცირდა ევროპის ქვეყნებსა და აზიის აღმოსავლეთში, სადაც ეტაპობრივად უქმდება შეზღუდვები, რომლებიც შემოიღეს პანდემიის წინააღმდეგ.

ახლა პანდემიის მსოფლიო ეპიცენტრი სამხრეთი ამერიკაა, ხოლო აშშ განაგრძობს ბრძოლას ვირუსის შეკავებისთვის, თუმცა ამ ქვეყანაშიც დაიწყეს შეზღუდვების საფეხურებრივი გაუქმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG