Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: რეგიონებში შესაძლოა ოპოზიციის მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატის დაყენება უკეთესიც იყოს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების საკითხი, სპეციკფიურობიდან გამომდინარე შესწავლის საგანია. მისი თქმით, ზოგიერთ ოლქში შესაძლოა უკეთესიც კი იყოს ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატის დასახელება:

„არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები, არის მაღალმთიანი რეგიონები. ზოგიერთგან პირიქით შეიძლება უკეთესი იყოს, რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ ძირითად ქალაქებში მე ვფიქრობ, რომ ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, რეგიონებზე შეთანხმება მომდევნო ეტაპია, პირველ ეტაპი კი არის ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბება თბილისთან დაკავშირებით:

„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას რომ უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით აუცილებლად. განსაკუთრებით თბილისში, ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს აუცილებლად ერთიანი მაჟორიტარები, თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან დავჯდეთ ისე როგორც ჩვენ გვჩვევია ყველანი ერთად და მივიღოთ საერთო ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება“, - გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შესათანხმებლად ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. „როგორც ვიცი, ძირითადი ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმების საკითხის პირველივე ტურში შეთანხმების მიზანშეწონილობაზე ოპოზიციის რიგებში არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის კოორდინაციაზე შეჯერდებიან პოლიციკური სუბიექტები. თავიდანვე განსხვავებულ პოზიციაზე იყო „ლელო“, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატურით იქნებოდა წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG